კონსულტაცია
ფსიქოანალიტიკური თერაპია იწყება პირველი კონსულტაციებით, რაც წარმატებული თერაპიის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. კონსულტაციების დროს თქვენ გაქვთ საშუალება მოჰყვეთ საკუთარ პრობლემებზე, გრძნობებსა და მიზნებზე. აუცილებელია კარგად გქონდეთ გააზრებული მოტივი, თუ რატომ გსურთ ფსიქოანალიზის დაწყება და რა არის თქვენი მიზანი.
კონსულტაციების დროს მე ყურადღებით გისმენთ და დაგისვამთ დამაზუსტებელ კითხვებს, რათა უკეთ გავიგო თქვენი სიტუაცია, რაც საშუალებას მომცემს თქვენზე მორგებული სამუშაო გეგმის შემუშავებაში, რომელიც გულისხმობს სეთინგის რეგულაციასა და თერაპიის ტიპის დადგენას (ხანგრძლივი ან მოკლევადიანი. კონსულტაციები, კლასიკური ფსიქოანალიზი ან ფსიქოანალიის საფუძვლებზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია).

პირველი შეხვედრის დროს შეგიძლიათ შეაფასოთ რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს და მზად ხართ თუ არა ფსიქოანალიზის დასაწყებად.

გთავაზობთ თერაპიის სხვადასხვა ფორმატს:
  • კონსულტაციები მათთვის, ვინც ეძებს მხარდაჭერას კონკრეტულ საკითხებზე მოკლევადიან პერიოდში.
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი თერაპია პირად პრობლემებსა და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე ღრმა მუშაობისთვის.

ჩემი ფსიქოანალიტიკური მიდგომა, ითვალისწინებს თითოეული ანალიზანტის ინდივიდუალურ გამოცდილებას და საჭიროებებს.
დაცული თერაპიული სივრცის შექმნა ჩემი პროფესიული ეთიკის მთავარი ელემენტია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ანალიზანტი მშვიდად გრძნობდეს თავს, დაცული იყოს კონფიდენციალურობა ჩვენი შეხვედრების დროს, ამიტომ თუ შეხვედრა მიმდინარეობს ონლაინ აუცილებელია მარტო იყოთ ოთხაში, რათა გარეშე ფაქტორებმა პროცესს ხელი არ შეუშალოს.

პირველი შეხვედრის შემდეგ, თუ გადაწყვეტთ გაგრძელებას, განვიხილავთ სესიების სიხშირეს და თერაპიული პროცესის ხანგრძლივობას თქვენი მიზნებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.
შეავსეთ განაცხადის ფორმა
უფასო კონსულტაციის მისაღებად
You agree to our Terms and Conditions
Made on
Tilda