ჩემ შესახებ

ვარ პროფესიონალი ფსიქოანალიტიკოსი სამედიცინო და ფსიქოანალიტიკური განათლებით.

ვარ საქართველოს ფსიქოანალიტიკური სივრცის და უკრაინის ფსიქოანალიტიკოსთა ასოციაციის (UAP) ასოცირებული წევრი.

გავლილი მაქვს პირადი ფსიქოანალიზის 250 საათი.

მაქვს ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.

2021 წლიდან ვმუშაობ ზრდასრულებთან, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ფსიქოანალიტიკური თერაპიის ფარგლებში.
ფსიქოანალიტიკური თერაპიის მიზანია ადამიანის ქცევის და ემოციების დაფარული ქვეცნობიერი ასპექტების გაგება, შინაგანი კონფლიქტების მოგვარება, ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ფიზიკური სიმპტომების მოხსნა, საკუთარი მოტივაციის და სურვილების არსის გაანალიზებით თვითანალიზის და თვითშემეცნების უნარის გაზრდა .

ჩემი პრაქტიკის მიზანია შევქმნა სივრცე, სადაც ჩემს ანალიზანტებს საშუალება ექნებათ გამოიკვლიონ საკუთარი თავი და სურვილები, იპოვონ გამოხატვისა და თვითრეალიზაციის ახალი გზები.

ჩემი მიზანია დაგეხმაროთ საკუთარი თავის აღმოჩენისა და პიროვნული ზრდის გზაზე, ბალანსის პოვნაში ცხოვრებასა და ურთიერთობებში.

ჩემი პროფესიონალური ეთიკა ემყარება რწმენას, რომ თერაპიის პროცესში უმთავრესია თქვენი სურვილი შეცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ, ხოლო ჩემი მოვალეობაა დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში.

ერთობლივი ძალისხმევით, პირადი გამოცდილებისა და ისტორიის გაანალიზების გზით შესაძლებლობა გექნებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი შინაგანი სამყარო რაც დაგეხმარებათ ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის მიღწევაში.
Made on
Tilda