ოიდიპოსის კომპლექსი
ოიდიპოსის კომპლექსი კლასიკური ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა. ოიდიპოსის კომპლექსის იდეა ფროიდმა აიღო სოფოკლეს ტრაგედიიდან „ოიდიპოს მეფე“, რომელიც მოგვითხრობს ოიდიპოსის უბედურებაზე, რომელმაც, გაუცნობიერებლად, ჯერ მოკლა მამამისი ლაიუსი, თებეს მეფე, შემდეგ დაქორწინდა. დედამისზეა იოკასტეზე მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ გაქცევით სცდილობდა წინასწარმეტყველებისგან თავის დაღწევას. ხოლო როდესაც ორაკულისგან შეიტყო მის მიერ ჩადენილი უნებლიე ქმედებების შესახებ, დაირმავა თავი.
პირველად ზიგმუნდ ფროიდი ახსენებს სოფოკლეს დრამას 1897 წელს მისი მეგობრის ვილჰელმ ფლაისისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში, სადაც ის წერს: „მე საკუთარი გამოცდილებაში აღმოვაჩინე ბავშვობის პერიდოში დედაჩემის მიმართ ძლიერი სიყვარულის გრძობა და მამაჩემისადმი ეჭვიანობა... და ახლა ეს მიმაჩნია ადრეული ბავშვობის უნივერსალურ ფენომენად. და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ოიდიპოს მეფის მომაჯადოვებელი ძალა.”[3]
ოიდიპოსის კომპლექსი გულისხმობს ადრეული ბავშვობის პერიოდის არაცნობიერი ლტოლვების ერთიანობას, რომელიც დაკავშირბეულია ბავშვის ამბივალენტურ (გაორებულ) დამოკიდებულებასთან მშობლისადმი – ის ერთდროულად განიცდის სიყვარულის და სიძულვილის გრძობებს ორივე მშობლის მიმართ. ერთი მხრივ სურს მათი სიკვდილი, მაგრამ ამასთანავე თავისი (არაცნობიერი) სურვილების გამო დასჯის ეშინია. ბიჭების შემთხვევაში მამის საქმე გვაქვს მამის მიმართ ძლიერ ამბოვალენტურ გრძნობებთან, ხოლო გოგონების შემთხვევაში დედის მიმართ, ამას პოზიტიური ოიდიპოსისი კომპლექსი ეწოდება, თუმცა არსებობს ნეგატიური ოიდიპოსის კომპლექსიც.
ბავშვების ქცევაზე დაკვირვებამ და ზრდასრული ანალიზანტების ბავშვობის მოგონებების შესწავლამ ზ.ფროიდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ოიდიპოსის კომპლექსი უნივერსალური მოვლენაა. ბიჭი ეროტიკულად მიჯაჭვულია დედასთან, სურს დაისაკუთროს იგი და მამას აღიქვამს მეტოქედ, დაბრკოლებად; გოგონა განიცდის ნაზ გრძნობებს მამის მიმართ და დედის გზიდან ჩამოშორების აუცილებლობას, რათა მისი ადგილი დაიკავოს მამის გვერდით.
ოიდიპოსის კომპლექსის განმარტებისას ფროიდი გამომდინარეობს იქიდან, რომ პიროვნების ბისექსუალობა (მამაკაცური და ქალური საწყისის ერთიანობა) იწვევს აქტიური ან პასიური პოზიციის დაკავების არჩევის შესაძლებლობას.
სექსუალური ლტოლვა საპირისპირო სქესის მშობლის მიმართ და სიძულვილი იმავე სქესის მშობლის მიმართ, ფროიდის თვალსაზრისით, წარმოადგენს ოიდიპოსის კომპლექსის დადებით ფორმას.
ამ კომპლექსის ნეგატიური ფორმისთვის დამახასიათებელია ერთი სქესის მშობლის სიყვარული და ცხოვრებიდან საპირისპირო სქესის მშობლის განდევნის სურვილი.
ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარების პროცესში ჩნდება ორივე ფორმა, ყალიბდება ეგრეთ წოდებული სრული ოიდიპოსის კომპლექსი.
როგორც წესი, პოზიტიური ოიდიპოსის კომპლექსი ჭარბობს ნეგატიურს ჰეტეროსექსუალური ორიენტაციისა იდენტობის ფორმირებაში. ხოლო ნეგატიური ჰომოსექსუალური ორიენტაციისა იდენტობის ფორმირებაში. თუმცა, არაცნობიერ დონეზე, გოგონას მიჯაჭვულობა დედასთან, ისევე როგორც ბიჭის სურვილი, დაემორჩილოს მამას და პასიურად მოიპოვოს მამაკაცურობა, სიყვარულის და მფარველობის იმედით, ღრმა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ სამყაროზე და შემდგომი სექსუალური ობიექტის არჩევანზე.
ფროიდის მიხედვით, ოიდიპოსის კომპლექსი ვლინდება 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და თითოეული ბავშვის წინაშე დგას ცხოვრებისეული ამოცანა, რომელიც დაკავშირებულია ამ კომპლექსის განვითარებასთან და დაძლევასთან.
ოიდიპოსის კომპლექსის დათრგუნვა და მისი არაცნობიერში შენახვა ბავშვის ნევროტიზირების საფუძველია, რაც შემდგომში აისახება მოზარდის ფსიქიკურ აშლილობაზე. ამ კომპლექსის წარმატებით დაძლევა, როგორც წესი, საფუძვლიანად არ ხორციელდება და შემდეგ „სქესობრივი მომწიფების პერიოდში ხდება კომპლექსის რეანიმაცია, რომელსაც შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს“[].
ფროიდი თვლიდა, რომ ოიდიპოსის კომპლექსის უნივერსალურობის მიუხედავად, მისი განვითარება და დაძლება ბიჭებსა და გოგონებში განსხვავებულად მიმდინარეობს.
კასტრაციის საფრთხე და ბიჭის შიში, მიიღებს სასჯელს საკუთარი ინცესტური სურვილების გამო, იწვევს ოიდიპოსის კომპლექსის მიმართ დაძლევას. ხდება ამ კომპლექსთან დაკავშირებული ბიჭის ეროტიკული სურვილებს დესექსუალიზირება და სუბლიმირება, ანუ სოციალურად მისაღებ დონემდე დაყვანა. ამ პროცესის იდეალური განვითარების შემთხვევაში ოიდიპოსის კომპლექსი ითვლება დაძლეულად.
ხოლო გოგონას შემთხვევაში, ის გრძნობს შურს გრძნობს იმ ორგანოს მიმართ, რომელიც აქვს ბიჭს, ხოლო მას აკლია. თუმცა მოგვიანებით პენისის მიღების სურვილი სიმბოლიზაციის მეშვეობით გადაიქცევა მამისგან საჩუქრად ბავშვის მიღების სურვილად. ეს სურვილი დიდხანს გრძელდება, რის შედეგადაც გოგონა ნელ-ნელა შორდა ოიდიპოსის კომპლექსს. პენისის ფლობისა და ბავშვის გაჩენის სურვილის სახით, გოგონას ოიდიპოსის კომპლექსი დიდხანს ინარჩუნებს თავის ეფექტურობას და ეხმარება ქალს გენდერული როლისთვის მომზადებაში. გოგონაში ამ კომპლექსის დაძლევა მშობლების სიყვარულის დაკარგვის საფრთხეს უკავშირდება. თუმცა ფროიდი აღიარებს, რომ მისთვის ბოლომდე ამოხსნილი და გასაგები არ იყო გოგონებში ოიდიპოსის კომპლექსის მიმდინარეობის და დაძლევის ასპექტები, ეს საკითხი სხვა ცნობილმა ფსიქოანალიტიკოსებმა, როგორებიც იყვნენ მელაინი კლაინი,….. განავრცეს
ოიდიპოსის კომპლექსის დაძლევის პროცესში მშობლების ავტორიტეტი განიცდის დეფორმაციას ბავშვის ფსიქიკაში. ის ხდება ბავშვის შინაგანი საკუთრება, რაც იწვევს ისეთი ფსიქიკური ინსტანციების ჩამოყალიბებას, როგორიცაა სუპერ-ეგო. ამრიგად, ზ.ფროიდის მიხედვით, სუპერ-ეგო ხდება ოიდიპოსის კომპლექსის მემკვიდრე. ამიერიდან სუპერ-ეგო მოქმედებს, როგორც ფხიზლად მყოფი თვალი, სინდისი, რაც იწვევს ადამიანში დანაშაულის გრძნობის განვითარებას. ფსიქოანალიზის დამფუძნებლის აზრით, ოიდიპოსის კომპლექსი არის დანაშაულის გრძნობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ნევროტიკული სტრუქტურის ადამიანებში იწვევს განსაკუთრებულ შფოთვას.
ზ.ფროიდის აზრით, ინფანტილური სექსუალობის პერიოდი ოიდიპოსის კომპლექსით მთავრდება.
როდესაც ადრეული ბავშობის პერიოდში ვერ ხორციელდება ფსიქოსექსუალური განვითარების ოიდიპოსის ფაზის ნორმალურად დაძლევა ადამიანს უნვითარდება ნევროზული კომპლექსი; ამ კომპლექსის საფუძველზე, როგორც 3. ფროიდი თვლიდა, წარმოიქმნება სოციალური კულტურაც, რომელიც დაკავშირებულია ინცესტურ აკრძალვებთან.
ეს არის თავდაცვითი კონფლიქტი ეგოსა და სუპერეგოს შორის.
ერთის მხრივ, ბავშვს სურს რომ დედა იყოს მისი ობიექტი, მეორე მხრივ, ის აანალიზებს, რომ დედა და მამა წარმოადგენს წყვილს და აქედან გამომდინარეობს კონფლიქტი მე-ს, რომელსაც სურს ტკბობა და სუპერ-ეგოს შორის, რომელსაც ეშინია დასჯის.
ოიდიპოსის კომპლექსს აქვს ადამიანის ფსიქიკური სტრუქტურის განმსაზღვრელი როლი – ბავშვი უნდა აცნობიერებდეს და ასევე ღებულობდეს საკუთარ როლს და ადგილს ოჯახურ რომანში. მან უნდა დათმოს დედა, როგორც სიყვარულის საგანი, ამოიცნოს მშობლების წყვილი, გაუმკლავდეს იმედგაცრუებას და მიითვისოს ამ წყვილის შვილის ადგილი.

ოიდიპოსის კომპლექსის არსი:
- იდენტიფიკაცია იმავე სქესის მშობელთან (ბავშვის იდენტიფიცირება სქესის მიხედვით)
- კულტურული დაბადება (კანონის ფორმირება და მიღება, მორალური მოთხოვნები)
ასევე ჩნდება მამის ფუნქცია. ის გამოიხატება აკრძალვებში და განცალკევებულ სუბიექტად ჩამოყალიბებაში, დედისგან სეპარირებით. მამის ფუნქცია უზრუნველყოფს დიადური ურთიერთობებიდან ტრიადურ ურთიერთობებზე გადასვლას. მამა უზრუნველყოფს სუბიექტის დაბადებას კულტურაში.
მამის ფუნქცია - სიმბოლური კასტრაციაა, როგორც სამოთხიდან განდევნა, დედასთან სიმბიოზური კავშირის გაწყვეტა - ტრავმულია: „შენ უნდა იყო ჩემი მსგავსი, მაგრამ შენ არ შეგიძლია იყო ჩემი მსგავსი“.
თუმცა აუცილებელია “ოიდიპის დაპირების” მიცემა შვილისთვის, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: “რისი გაკეთებაც ახლა არ შეგიძლია, მომავალშიც აუცილებლად შეძლებ:.
ოიდიპოსი სრულდება ობიექტის არჩევით (ბავშვი ტოვებს დედას, როგორც ობიექტს და გადაიტანს თავის ლიბიდოს სხვაზე).

ოიდიპოსის კომპლექის ძირითადი ფუნქციები:
  1. ინცესტის აკრძალვა
  2. იდენტიფიკაცია
  3. კულტურული დაბადება - კანონის მიღება - მამის ფუნქცია
  4. სუპერ-ეგოს (იდეალური მე) დაბადება.

გთავაზობთ სხვადასხვა ფსიქოანალიტიკოსების გარკვეულის ვარიაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
მელანი კლაინი იყო ერთ-ერთი პირველი ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფროიდის ოიდიპოსის კომპლექსი, ისევე როგორც ფროიდის მთელი თეორია, სათანადოდ არ აფასებს დედის გავლენას ინდივიდის ფსიქიკურ ცხოვრებაში; მან ასევე გააკრიტიკა ფროიდის მიერ ბიჭის, როგორც განვითარების მოდელის გამოყენება. გარდა ამისა, კლაინი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოიდიპური ურთიერთობები უფრო ადრე იწყება, ვიდრე ამას ფროიდი თვლიდა, კერძოდ კი მაშინ, როცა ბავშვის ძუძუთი კვებას წყვეტენ ანუ 1-2 წლის ასაკში.
”მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ოიდიპოსის კომპლექსი იწყებს მოქმედებას იმაზე ადრე, ვიდრე მიღებულია. ჩემს ბოლო სტატიაში „ბავშვთა ფსიქოანალიზის პრინციპები“ მე დეტალურად განვიხილე ეს საკითხი და მივედი დასკვნამდე, რომ ოიდიპური ტენდენციები წარმოიქმნება იმ იმედგაცრუების შედეგად, რომელსაც ბავშვი განიცდის ძუძუთი კვების შეწყვეტის დროს, და რომ ისინი აშკარა ხდება ცხოვრების პირველი და მეორე წლის ბოლოს.
ოტო რანკი კლასიკური ფროიდიზმიდან განსხვავებით თვლიდა, რომ ყველა ნერვოზის წარმოშობის საფუძველს დაბადებით გამოწვეული ტრამვა წარმოადგენს და ინდივიდის სწრაფვა დაბრუნდეს დედის მუცელში.
კარენ ჰორნის აზრით ოიდიპოსის კომპლექსი არ არის ნერვოზის პირველწყარო და იგი ვითარდება ოჯახური კონფლიქტებიდან გამომდინარე. ჰორნი წერდა: ,,ოიდიპოსის კომპლექსი არ შეიძლება იყოს ნერვოზის პირველწყარო, რადგან იგი თავად არის ნერვოზი“.

ოიდიპოსის კომპლექსი თანამედროვე ფსიქოანალიზში:
თანამედროვე ფსიქოანალიტიკოსები აღიარებენ ოიდიპოსის კომპლექსის მნიშვნელოვან როლს ადამიანის ფსიქოსექსუალურ განვითარებაში. თუმცა ფროიდის თეორიის ზოგიერთმა პუნქტმა განიცადა ცვლილება. ამრიგად, ბევრი ფსიქოანალიტიკოსი უარყოფს თეზისს ოიდიპოსის კომპლექსის უნივერსალურობისა და ბიოლოგიური დეტერმინაციის შესახებ. ასევე ქალებში ოიდიპოსის კომპლექსის განვითარების კონცეფციას არ აქვს ერთსულოვან მხარდაჭერას. ზოგადად, ბევრ ფსიქოანალიტიკოსს ესმის ოიდიპოსის კომპლექსის კონცეფცია უფრო თავისუფლად, ვიდრე ეს ფროიდს ესმოდა: ხშირად ეს კონცეფცია გამოიყენება ფართო გაგებით, მაგალითად, ბავშვსა და მშობლების ურთიერთობის მთელი გამის აღნიშვნისა და დახასიათების კონტექსტში. ასევე, კლასიკური ფსიქოანალიზისგან განსხვავებით, ოიდიპოსის კომპლექსის წყაროს აქცენტი ბიოლოგიურიდან სოციოლოგიურზე გადავიდა.

MARCH, 16 / 2018

Text author: Maria Lannin
Photography: Unspalsh
Contact us with any convenient way:

E-mail: hello@company.com
Phone: +123 466 567 78
Social networks: Facebook | Instagram | Youtube

© All Right Reserved. My company Inc.
e-mail us: hello@company.cc
Made on
Tilda